მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არაერთი მცდელობა იყო, რომ ოპოზიციას ევროპარლამენტი გამოეყენებინა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და ამას წარმატებულად ახერხებდნენ”– მაკა ბოჭორიშვილი

არაერთი მცდელობა იყო, რომ ოპოზიციას ევროპარლამენტი გამოეყენებინა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და ამას წარმატებულად ახერხებდნენ მათი საგარეო მხარდამჭერების წყალობით, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ბრიუსელში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

„ეს მცდელობები რა თქმა უნდა გაგრძელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ დეპუტატს ევროპარლამენტში ჰქონდეს ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში, რისთვის იბრძვის საქართველოს ხელისუფლება, რა არის მთავარი პრიორიტეტი და რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, როდესაც ხდება ევროკავშირის თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს.

იტვირთბა....