ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს

13 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ღონისძიება 19:00 საათზე, ათონელის რეზიდენციაში გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაავრცელა.

„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ, გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას. იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება,” – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ონოფრიშვილმა.

იტვირთბა....