ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, მიმდინარეობს გამოძიება – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.
„გუშინ აღმოსავლეთ ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მიმდინარეობს გამოძიება. მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან“ – წერს ის.