“ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები” – ასე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას ჩეხეთის წინააღმდეგ.
“დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ელოდა თუ არა ის საქართველოს გამარჯვებას, დადებითი პასუხი გასცა.
“ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ ისე, როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.