ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა, უკრაინამ და ევროპის ინსტიტუტებმა მოგვმართეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს – ალიევი

რუსეთმა, უკრაინამ და ევროპის ინსტიტუტებმა მოგვმართეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს -ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩერნობიოში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

“რუსეთი, უკრაინა და ევროპული ინსტიტუტები დაგვიკავშირდნენ უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თუ ტრანზიტი შეჩერდება, და ეს დეკემბერში მოხდება, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სერიოზული სირთულეები შეექმნება ბუნებრივი აირის ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხოლოდ ამ ქვეყნებისა და უკრაინის მხარდაჭერა გვინდა, რადგან თუ გაზის ტრანზიტი შეჩერდება, უკრაინის გაზის განაწილების სისტემა მთლიანად პარალიზდება“ – განაცხადა ალიევმა.

იტვირთბა....