მარნეულის სოფელ აზიზქენდში კაცის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.
ცხედარი ადგილობრივებმა ჭალაში იპოვეს და როგორც ისინი ამბობენ, იმდენად დაზიანებულია, რომ ამოცნობა რთულია.
არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი ეკუთვნის მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.