ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 650 რაკეტას მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას, 162 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში, 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია და მისი მიზანი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.

საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი რამშტაინში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გამოაცხადებს.

თავდაცვის მინისტრი ასევე გააჟღერებს გაერთიანებული სამეფოს ურყევ ერთგულებას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს მოკავშირეებს, გააგრძელონ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მიწოდება.

LMM რაკეტების პირველი პარტიის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

იტვირთბა....