ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კოალიცია”ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი

კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა ქართული კულტურა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და, სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა- განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის, „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც კულტურის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვიზიარებთ „საქართველოს კულტურის დეკლარაციით“ განსაზღვრულ კულტურის სფეროს როლს, ღირებულებებს და სფეროს განვითარებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გადასადგმელ ყველა ქმედით ნაბიჯს და მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელთან და დარგობრივ ჯგუფთან“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....