ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი, ჩვენ გვაქვს ბელარუსის პრეცედენტი, როცა ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო, როგორც პრეზიდენტი და ქვეყანა დავასანქცირეთ” – მარკეტა გრეგოროვა

“თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი, ჩვენ გვაქვს ბელარუსის პრეცედენტი, როცა ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო, როგორც პრეზიდენტი და ქვეყანა დავასანქცირეთ” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

“ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ და ეს არის ის, რაში დახმარებაც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ, რომ არჩევნები არ იქნას მანიპულირებული, იყოს სამართლიანი და დემოკრატიული. ეს არის საუკეთესო, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია.

ჯერ კიდევ არის საკმაო გამოუყენებელი ბერკეტები – ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაპირველად მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს უკვე არის საკმაოდ ძლიერი ნაბიჯი. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ევროკავშირს თავის მხრივ არ შეუძლია ახლა მათი იმპლემენტაცია, თუმცა ეს არის საკითხი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. ვფიქრობ, არის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელიც იქნება დაინტერესებული ინდივიდუალური სანქციების იმპლემენტაციით“ – განაცხადა გრეგოროვამ.

იტვირთბა....