თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების,მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
“ბუნებრივია მართლმსაჯულებას ამ სხდომის დარბაზში არაფერი ესაქმება ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შურისძიების ნათელი მაგალითი და ნათელი გამოვლინება. ჩვენ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვიმყოფებით და სხდომაც ასე გაგრძელდება. თავად მესამე პრეზიდენტს აქვს სხდომაზე დასწრების, მასში მონაწილეობის სურვილი დისტანციურად მაინც და იმედია ამის საშუალებას მოგვცემენ”, – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.