ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-ს დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად, შეურაცხყოფაც არის და სულ მცირე, არაზუსტი” – კრამერი

აშშ-ს დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად, შეურაცხყოფაც არის და სულ მცირე, არაზუსტი – აღნიშნულის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

“საქართველოს საუკეთესო მეგობრებში მოიაზრება ამერიკის შეერთებულ შტატები, მოიაზრება ბევრი ქვეყანა ევროპაში და სხვაგან. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამჟამად ეწევა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – რუსეთია. ასე რომ, არ მგონია, საქართველოს მეგობრები მოიძებნოს მოსკოვში. ამის საპირისპიროდ, შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატებში, რომელმაც საქართველოს მიაწოდა, დაახლოებით, 6,5 მილიარდი დოლარი ქვეყნის დასახმარებლად და მის გასავითარებლად დემოკრატიის გზაზე, არიან საქართველოს მეგობრები. ამერიკის შეერთებული შტატების დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად, ჩემთვის ნონსენსიც და შეურაცხყოფაც არის და არაზუსტი, სულ მცირე. გლობალური ომის პარტია მოსკოვშია. ჩვენ არ ვახდენთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რუსული ძალები ახდენენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ვიმედოვნებ, რომ ყველას ესმის, რომ საქართველოს ერთ -ერთი საუკეთესო მეგობარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ომის გაფართოების ხილვით, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში. იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩავითრიოთ საქართველო ომში, ასევე სრული აბსურდია. უკანასკნელი რამ, რისი ხილვაც შეერთებულ შტატებს ან ნებისმიერ ქვეყანას სურს, არის ამ ომის გაფართოება“ – განაცხადა კრამერმა.

იტვირთბა....