პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება – პლენარული სხდომები 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. ასევე, შესაძლოა, პლენარული სხდომები გაიმართოს 16-20 სექტემბრის კვირაშიც.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო მარათონში ჩართვისა და ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში პარლამენტი რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები, ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.