ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური გაათავისუფლა – გაიგეთ მიზეზი

უკრაინის პრეზიდენტმა საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

„გადავწყვიტე შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველა ჩვენი სამხედრო მფრინავის, ინჟინრების, მობილური სახანძრო ჯგუფების ჯარისკაცებისა და საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველას, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის – შედეგისთვის. და ეს აუცილებელია გუნდურ დონეზეც – უნდა გავძლიერდეთ. იზრუნეთ ხალხზე. დაიცავით პერსონალი. გაუფრთხილდით ყველა ჩვენს მეომარს“, – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო დაინიშნა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამეთაურო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....