ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეხლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი” – ცოლისა და 2 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული პირი

ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის სხდომაზე ზვიად ზურაბაშვილმა მოსამართლეს მიმართა:

“ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა რომ ერთიმეორესთან ურთიერთობა დაიჭირეს, მაგის გულისთვის, ეხლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი” – თქვა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლ და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ზურაბაშვილს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იტვირთბა....