“მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული” – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი “ოცნების” შეთავაზებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრა, სადაც საკითხს განიხილავდნენ, მეუფე გრიგოლმა დატოვა.
ის ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა მოკლე დროში დაუშვებელია და სერიოზული მსჯელობა სჭირდება, მისივე თქმით, სასულიერო პირები დღეს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. პატრიარქის პოზიცია კი სინოდის წევრებს მისმა მოსაყდრემ, შიომ გააცნო:
” მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის, ჩემი აზრი ვთქვი… მე მინდა ხაზგასმით გითხრათ, პატრიარქის სურვილი ითქვა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული.
აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე, ამის უკან სპეკულაციები – კარგია, ცუდია – ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები;
დღე საუბარი არ არის გადაწყვეტილების მიღებაზე, უბრალოდ, რისი სურვილიც აქვს მთავრობას, ეკლესიას სთავაზობს ამას, რომ მანამდე კონსულტაცია გაიმართოს. ” აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.