ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონზე სარჩელთა ერთობლიობის განხილვა დაიწყო – ვინ არიან მოსარჩლეები და ვინ იცავს მათ ინტერესებს?

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბა­სა და გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი, ანუ სა­სა­მარ­თლოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, თუმ­ცა ამ სხდო­მას ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ ეს­წრე­ბა ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი.

  • ვინ არი­ან მო­სარ­ჩლე­ე­ბი?

სა­სა­მარ­თლო დღე­ი­დან გა­ნი­ხი­ლავს ოთხ სარ­ჩელს:

პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას; პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას; ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას; მთლი­ა­ნი კა­ნო­ნი კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ჩა­ნა­წერს.

122 მო­სარ­ჩე­ლე, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, აცხა­დებს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩა­ნა­წერს.

38 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ასა­ჩივ­რებს კა­ნო­ნის რამ­დე­ნი­მე მუხლს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ირ­ღვე­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბა. მათ ასე­ვე მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთლი­ა­ნად კა­ნო­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩა­ნა­წერს.

ორი მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცია: “სტუ­დია მო­ნი­ტო­რი“ და “სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი“ (“მთის ამ­ბე­ბი“, “რეგ ინფო“, “სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბე­ბი“) მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას; ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბას.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბით სა­და­ვოდ არის გამ­ხდა­რი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ად­გენს სუ­ბი­ექ­ტის უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­სა და აწეს­რი­გებს უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებს.

მო­სარ­ჩე­ლე­თა არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით, სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი კა­ნო­ნი, მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­თა თუ სხვა­დას­ხვა რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იწ­ვევს სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელ­შეშ­ლას, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბას და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას ან სუ­ლაც შე­წყვე­ტას.

მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­და­ვო ნორ­მე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნი­სა და უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, აზი­ა­ნებს სუ­ბი­ექტთა სო­ცი­ა­ლურ იდენ­ტო­ბას და თვით­ნე­ბუ­რად ზღუ­დავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სუ­ბი­ექტთა სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ფორ­მა, მო­ნი­ტო­რინ­გის წესი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე აგ­რეთ­ვე მი­უ­თი­თებს, რომ სა­და­ვო კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის წესი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უფ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ მო­თხოვ­ნებს, ხოლო სა­და­ვო ნორ­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში წარ­მო­შო­ბილ და დას­რუ­ლე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბა არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ კა­ნო­ნის უკუ­ძა­ლის აკ­რძალ­ვის პრინ­ციპს. მო­სარ­ჩე­ლე­თა ნა­წი­ლი აგ­რეთ­ვე მი­იჩ­ნევს, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბი იწ­ვევს მათ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან აყე­ნებს უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­ულ) იუ­რი­დი­ულ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც ფი­ნანსდე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

გარ­და ამი­სა, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს და აბ­რკო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს, რი­თაც იგი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლით გან­სა­ზღვრულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი აგ­რეთ­ვე შუ­ამ­დგომ­ლო­ბენ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ, მე­რაბ ტუ­რა­ვამ თქვა, შე­სუ­ლია კი­დევ ერთი, უკვე მე­ხუ­თე სარ­ჩე­ლი.

“შე­მო­ვი­და კი­დევ ახა­ლი სარ­ჩე­ლი, გუ­შინ­წინ, რო­მე­ლიც არ არის ჯერ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი… ანა­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნე­ბია ამ სარ­ჩელ­შიც და­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჯერ პრო­ცე­დუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ამ სარ­ჩე­ლებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ვფიქ­რობთ, რომ ეს სარ­ჩე­ლი და­მა­ტე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე“, – თქვა მო­სა­მარ­თლემ.

მან­ვე გან­მარ­ტა, რომ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა “სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ“.

  • ვინ იცავს მო­სარ­ჩლე­თა ინ­ტე­რე­სებს?

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვი­სას პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეკა ბე­სე­ლია, კახი სამ­ხა­რა­ძე, ზუ­რაბ მა­ჭა­რა­ძე და გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე იქ­ნე­ბი­ან.

რო­გორც ეკა ბე­სე­ლი­ამ სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა კი­დევ ერთი და ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დაა სა­სა­მარ­თლოს­თვის.

“ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს საქ­მე ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ, ევ­რო­პულ და სა­მარ­თლი­ან მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავს. ეს ყვე­ლას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს! ამ­დე­ნი პრო­ტეს­ტი არ მოჰ­ყო­ლია არ­ცერთ კა­ნონს, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გრძნობ­დნენ, რომ [კა­ნო­ნი] საფრ­თხეს უქ­მნი­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. ახლა არის შან­სი და ეს შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. მჯე­რა არ მჯე­რა, ამის მი­უ­ხე­და­ვად ეს კი­დევ ერთი და ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დაა სა­სა­მარ­თლოს­თვის“,- გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

  • და­ვის სა­გა­ნი:

№1828 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის: (ა) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-12 მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (ბ) მე-4 მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის მე-2, მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-6 მუხ­ლის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნ­ქტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-15 მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (გ) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის “ბ“, “გ“ და “დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი­სა და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2 და მე-3 პუნ­ქტებ­თან მი­მარ­თე­ბით; (დ) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტი­სა და მე-11 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 22-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (ე) მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 31-ე მუხ­ლის მე-9 პუნ­ქტის მე-2 წი­ნა­და­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით; (ვ) “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით.

№1829 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-4 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტებ­თან და 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით.

№1834 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: (ა) “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის “ა“, “გ“, “დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­სა და მე-4 პუნ­ქტის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბი­სა და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით; (ბ) “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით.

№1837 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის “ა“, “დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან, მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტებ­თან და 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით“, – ნათ­ქვა­მია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იტვირთბა....