კიევში, რუსული კამიკაძე-დრონების შესაძლო სარაკეტო იერიშის გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული – უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა კიევში, ჟიტომირში, ჩერნიგოვში, ჩერკასსა და პოლტავას რეგიონებში შეინიშნება.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10-ზე მეტი რუსული “შაჰიდი” ჩამოაგდეს დედაქალაქის თავზე და მტრის 5 დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე გაანეიტრალეს.