ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

“ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას. დღესაც, როგორც ყოველ სხვა დღეს, არის ჩვენი გაცვლითი ფონდის [ომის ტყვე რუსები] შევსება. მადლობა, მეომრებო! ეს არის ის, რაც დაგვეხმარება რუსული ტყვეობიდან ბევრი ჩვენი ადამიანის დაბრუნებაში. ახლა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მთელი ზეწოლა, რომელიც რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ზეწოლის გადატანა ჩვენს დონეცკის ოლქზე,” – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....