სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს, – ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა
Reuters სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მთავრობამ გეგმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქვეყანა ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას 554,3 მილიონ ევროდ აპირებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ჩეხეთისგან 1300-ზე მეტი მძიმე სატვირთოს შეძენასაც გეგმავს, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც 708,3 მილიონი ევრო იქნება.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი, რობერტ კალინიაკი ამბობს, რომ თავდაცვის შესაძლებლობების, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.