ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა- სასტუმროს შენობაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

უკრაინის სამაშველო სამსახურმა სამშაბათს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრივოი როგის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ავრორაზე” რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. კიდევ ორი ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი.

უწყება ამბობს, რომ დანგრეული სასტუმროდან ხუთი ადამიანი გამოიყვანეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა 6 მაღაზა, 4 საცხოვრებელი კორპუსი, 8 მანქანა.

სასტუმრო “ავრორას” გვერდით არის სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, რესტორანი, საკრებულოს შენობა და მერიის შენობა.

იტვირთბა....