ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული – აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს. ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის რეგიონებისკენ მიფრინავს, ხოლო ზღვიდან გაშვებული ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებზეა მიმართული.

ამჟამად ცნობილია, რომ აფეთქებები მოხდა ვინიცის რაიონში, კროპივნიცკისა და კრივოი როგში. გარდა ამისა, ადგილობრივი საჯარო გვერდები იუწყებიან აფეთქებების შესახებ კიევში, ლვოვში, დნეპრში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხმელნიცკიში, ლუცკში, ჩერნიგოვში, როვნოსა და ჟიტომირში.

იტვირთბა....