ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს, 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წელი ცოლის მკვლელობისთვის – ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

როგორც მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

იქამდე კი ბრალდებულმა სხდომაზე დუმილი დაარღვია და მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო.

ვარკეთილი სამის მეორე მიკრორაიონში მკვლელობა იანვარში მოხდა. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა, ამის შემდეგ კი თავადაც მიიყენა დაზიანებები. დაჭრილი ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყვილს 4 თვის ახალშობილი დარჩა.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19- 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....