აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული ჯარების შეტევა კურსკის ოლქზე რუსეთის პრეზიდენტისთვის ნამდვილი დილემაა.
„ეს პუტინს ნამდვილ დილემას უქმნის. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე შეტევა მიმდინარეობს“ – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია კურსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია კურსკის რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს.