“ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელ კადრებს ავრცელებს და ქურდობის დეტალებზე საუბრობს. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად მამაკაცმა ავტომობილი მოიპარა, მოგვიანებით კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაამტვრია. მასშტაბურ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“ვარკეთილში, ვიღაცამ მოიპარა შავი ჯიპი, დაიმტვრა რამდენიმე მანქანა, ბოლოში რომელი მანქანაც არის დამტვრეული, გადაჭარბებული სიჩქარით დაეჯახა ორ მანქანას. მძღოლი მაშინვე დაიჭირეს.” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში.