მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში, გარდაცვლილია 22 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ მატანთან მოხდა.
პანკისის ხეობიდან ახმეტის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.