პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.