ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან” – Politico

„პოლიტიკოს“ ცნობით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან.

როგორც გამოცემა წერს, თომას ჯოლიმ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებს თავად მიმართა.

საფრანგეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ გააანალიზეს თომას ჯოლისთვის მიწერილი მუქარის შემცველი გზავნილები და ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მომუშავე უწყებას გადაეცა.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, თომას ჯოლის მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა.

წარმოდგენას სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. პერფორმანსი ასევე გააკრიტიკეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თომას ჯოლის მხარდაჭერა გამოუცხადა პარიზის მერმა, ან იდალგომ.

ოლიმპიადის ცერემონიის რეჟისორის გარდა მის მიმართ მუქარებისა და შეურაცხყოფის შესახებ განაცხადა ასევე ლესბოსელმა დიჯეიმ, ბარბარა ბაჩმაც, რომელიც წამოდგენაში მონაწილეობდა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორმა კრიტიკის ფონზე არაერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენა, რომელიც ბევრმა „საიდუმლო სერობას“ შეადარა, არ იყო შთაგონებული ლეონარდო და ვინჩის ნახატით და ის უკავშირდებოდა „ოლიმპოს ღმერთებს და წარმართულ დღესასწაულს“.

„საფრანგეთში ჩვენ გვაქვს უფლება, გვიყვარდეს, როგორც გვინდა და ვინც გვინდა, გვაქვს უფლება, გვწამდეს ან არ გვწამდეს… ჩვენ ბევრი უფლებები გვაქვს და იდეა მდგომარეობდა ამ ღირებულებების ჩვენებაში“, – განაცხადა ჯოლიმ.

იტვირთბა....