ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ პირველობაზე იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 3 აგვისტოს ძიუდოში გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, რომელთა შორის, პირველად ისტორიაში, საქართველოც იქნება. ჩვენი გუნდი განთესილთა შორის მოხვდა და გამოსვლას მერვედფინალიდან დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური

+90 კგ ილია სულამანიძე

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი

-70 კგ ეთერ ასკილაშვილი

+70 კგ სოფიო სომხიშვილი
ტურნირზე საქარველოს პირველი მეტოქე იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი დაპირისპირებები 10:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელ იაპონიას 4:1 სძლია.

იტვირთბა....