“თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ, ჩვენ ახლაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაშია პარლამენტარების მისია, ამისთვის ირჩევენ მათ”– ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.
მატვიენკოს თქმით, რუსეთის საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის, თუნდაც პარლამენტების დონეზე, თუ ქართველები რუსებთან მიმართებით “მეგობრულები” დარჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი ვითარებაა, აი რუსეთში, ჩვენ როგორც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა, ასევე დაგვრჩა. ქართველი ხალხი ახლოა ჩვენთვის, ჩვენთვის მეგობრულია. ვნახავთ, რით დასრულდება საარჩევნო კამპანია”, – განაცხად მატვიენკომ.
მისი თქმით, დასავლეთი საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს “ნაცნობი სცენარების, ინსტრუმენტების გამოყენებით”.