ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სავაჭრო დახლებიდან ქუჩაში აქციაზე – მოვაჭრეებმა საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს

სავაჭრო დახლებიდან ქუჩაში აქციაზე – მოვაჭრეების პროტესტი მეორე დღეა გრძელდება. დეზერტირების ბაზარში დასაქმებულებმა დახლები დროებით დატოვეს და საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს.

მოვაჭრეები “პირველებთან” ამბობენ, რომ ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსაზრება, რომ შენობა ავარიულია, სრული აბსურდია.

დეზერტირების ბაზარში დასაქმებულები იმასაც აცხადებენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხოლო რაც შეეხება ალტერნატიულ სივრცეს დიღმისა და სამგორის ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც მოვაჭრეებს შესთავაზეს, მათთვის მიუღებელია.

შენობა ავარიული არ არის. თუ მათ აწყობთ, რომ ავარიული იყოს და ამ სახელით იმოქმედონ, სხვა საქმეა. უნდა დადგინდეს, რომ ეს ავარიული. მათ სჭირდებათ, რომ თქვან, რომ შენობა ავარიული. ბაზარი იყო ხალხის და უნდა დარჩეს ხალხს. ვერავინ ვერ ამოყიდის ორ დღეში ტავარს, ამიტომ ბაზარი უნდა დაგვრჩეს ჩვენ”, – ამბობს მოვაჭრე.

ცნობისთვის, მოვაჭრეების პროტესტი მეორე დღეა რაც გრძელდება. დეზერტირების ბაზარში დასაქმებულებს დახლების დატოვებას სთხოვენ, რადგან როგორც ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები აცხადებენ, შენობა ავარიულია და რემონტს საჭიროებს. ადმინისტრაციის თანამშრომლები მოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად ვადას 15 აგვისტომდე აძლევენ.

იტვირთბა....