ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცეცხლში და კვამლში გახვეული ბეირუთი – ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის დედაქალაქი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ავრცელებენ.

ცოტა ხნის წინ მედია გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეჰის უბანში აფეთქებები გაისმა. როგორც მედია წერს, აღნიშნული უბანი ცნობილია, როგორც “ჰეზბოლას” ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ ბეირუთი დაბომბეს. მათი ცნობით, დარტყმების სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური, წარმოადგენდა, რომელიც პასუხისმგებელია გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო დარტყმასა და ისრაელის წინააღმდეგ სხვა დარტყმებზე.

კერძოდ, ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ისრაელის სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური, ფუად შუქრი წარმოადგენდა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას უსროსი მრჩეველია და აშშ-ის მიერ ძებნაშია გამოცხადებული.

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “წითელი ხაზი გადაკვეთა.”

იტვირთბა....