ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა.

ბაიბა ბრაჟეს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას ეფუძნება, თუმცა, ზუსტი მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავას რიგაში მდებარე კლუბში 2 აგვისტოს კონცერტი უნდა გაემართა.

იტვირთბა....