ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეიცვლება თუ არა სამომხმარებლო სესხების ვადიანობა – ნათია თურნავას განმარტება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის ოთხიდან სამ წლამდე შემცირების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

თურნავას თქმით, მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო სესხების რაოდენობის ზრდის საყურადღებო ტემპი შეინიშნებოდა და სებ-ი განიხილავდა ვადიანობის შემცირების საკითხს, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით მდგომარეობა დასტაბილურდა და არ განიხილება შემცირება.

„რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, მოგეხსენებათ რომ როდესაც მაღალი ინფლაციის პერიოდი იყო მაშინ ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდა. შემდგომში ინფლაციის შემცირების კვალობაზე ნოემბერში კვლავაც აღვადგინეთ 4 წლის ვადიანობა.

მიმდინარე წლის აპრილში ჩვენ შევნიშნეთ საყურადღებო ტენდენცია, როდესაც ჩვენი აზრით, მდგრადზე მეტი ტემპით დაიწყო ზრდა სამომხმარებლო სესხებმა, მაშინ განვიხილავდით ამ შესაძლებლობას, თუმცა შემდეგ თვეებში ტემპი ნორმალიზდა. ამ წუთის მონაცემებით, ვერ ვხედავთ აუცილებლობას ამ ღონისძიების გატარების. ვაკვირდებით სიტუაციას ამ კუთხით“, – ამბობს ნათია თურნავა.

იტვირთბა....