აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების მიმართ სოციალურ ქსელებში მუქარის გამოქვეყნების ბრალდებით, ფლორიდაში მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ქალქ ჯუპიტერის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
მოკვლის მუქარების ბრალდებით დაკავებულია მაიკ ვაისმენი, რომელიც საპატიმროშია გადაყვანილი.
გამოძიების ცნობით, მაიკ ვაისმენმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დონალდ ტრამპისა და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ვენსის წინააღმდეგ მუქარის შემცველი რამდენიმე შეტყობინება დაწერა. ასევე ფიზიკური დაზიანების მუქარებს ტრამპისა და ვენსის ოჯახის წევრების მისამართითაც აქვეყნებდა.