ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

🎥სომხეთში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი – იხილეთ კადრები ადგილიდან

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფა ქალაქ იეგვარდთან ახლოს მოხდა.

ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს, დილით ქალაქ ეღვარდთის მახლობლად ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ახორციელებდა.

ინციდენტის შედეგად დაღუპული პილოტებიდან ერთი ოფიცერი იყო, მეორე კი კურსანტი.

ვიდეო

იტვირთბა....