ურეკში, პლაჟზე მომხდარი ინციდენტისას დედა- შვილი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამსვენებლები კატერმა ჩაითრია.
ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მალევე გაწერეს.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სკუტერები და კატერები, რომლებითაც დამსვენებლებს ემსახურებიან, ამორტიზებულია და მათივე თქმით, მომხდარიც ამის დადასტურებაა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ტექნიკას ტურისტებზე შესაბამისი ლიცენზიისა და ცოდნის არმქონე ხალხი აქირავებს და არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს.

