“საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს არის ის, რომ როგორც კი რეგიონში გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ”– ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ირნალისტებს განუცხადა.
„კომუნიკაცია მქონდა ევროპელ კოლეგებთან, საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა შესაბამის ლიდერს.
ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს არის ის, რომ როგორც კი რეგიონში გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა, საბოლოო ჯამში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.

