საზოგადოება

ავიაბილეთების საძიებო ქართული პლატფორმა FlyAvia უზბეკეთის ბაზარზე შედის

FlyAvia.Uz

ავიაბილეთების საძიებო ქართული პლატფორმა FlyAvia უზბეკეთის ბაზარზე შედის. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, დავით შჩოლკა გვიყვება მათი ტურისტული სერვისებით – ავიაბილეთების საძიებო ონლაინ სისტემით FlyAvia.Uz და მობილური აპლიკაციით სარგებლობა უზბეკეთში მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ცენტრალური აზიის ამ ქვეყანას საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, სტატისტიკის მიხედვით უზბეკეთში მკვეთრად არის გაზრდილი მოთხოვნა ავიაბილეთებსა და ტურისტულ მომსახურებაზე.

FlyAvia უზბეკეთის ბაზარზე თითქმის იდენტური პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი, რაც საქართველოშია ხელმისაწვდომი. საწყის ეტაპზე, მცირედი განსხვავება, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დამატებით შეიქმნება Telegram -ის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც უზბეკ მომხმარებლებს გაუმარტივებს ავიაბილეთების გადამოწმების და სხვა ტურისტული სერვისების შეძენის პროცესს. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, არსებული საკომუნიკაციო არხი ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად მომხმარებლებს ამ სერვისზეც ექნებათ წვდომა.

დამფუძნებლების თქმით მალე დასრულდება უზბეკეთში გუნდის ფორმირების პროცესი, გუნდი დაკომპლექტებული იქნება სრულად ადგილობრივი კადრებით რომლებიც მომხმარებლებს გაუწევენ მხარდაჭერას ავიაბილეთების შეძენის და მოგზაურობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, FlyAvia -ს გუნდის განცხადებით 2024 წლის ბოლოსთვის მათი სერვისები უკვე უზბეკეთში, ყაზახეთში, სომხეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ FlyAvia ქართულ ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში გამოჩნდა, კომპანია დაარსებიდან მალევე ქართულ მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული და სანდო ტურისტული სერვისი გახდა. FlyAvia მომხმარებლების მიღება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე საოფისე სივრცეში (თბილისი, ლადო მესხიშვილის 21). ფლაიავიას უკვე ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია ინოვაციური ციფრული სამოგზაურო სერვისების დანერგვა და მათი გაუმჯობესება, იმისათვის რომ მგზავრებმა კიდევ უფრო მაღალი ხარისხისა და კომფორტული ტურისტული სერვისი მიიღონ.

 

იტვირთბა....