ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერს” საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა დაუდასტურა.

“პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში.

მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს პროცედურები და დროულად წარდგება მსჯავრდებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა დღეს გიორგი გაბიტაშვილმა.

იტვირთბა....