ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების განახევრებას გეგმავს

გერმანია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების თითქმის განახევრებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცებული 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უკრაინის დახმარება დაახლოებით 8 მილიარდი ევროდან დაახლოებით 4 მილიარდ ევრომდე მცირდება. ბიუჯეტი საბოლოო მიღებამდე კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ.

აღსანიშნავია, რომ გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო დონორია აშშ-ის შემდეგ.

იტვირთბა....