პარტიების – “ახალის”, “დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” წინასაარჩევნო გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის” ერქმევა.
ამის შესახებ ინფორმაცია პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. არჩევნებზე პარტიები ნომრით – 4 – წარდგებიან.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამი ოპოზიციური პარტია – “ახალი”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.