ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა.

კერძოდ, 15 ივლისიდან ტაილანდში 93 ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.

ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის ოთხი განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.

იტვირთბა....