მთავარი

“ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ”– კობახიძე

“ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე.

“პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, “ქართულ ოცნებას” ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ”–განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნება ახალ ოფისში დაბინავდა, რომელიც ფონიჭალაში მდებარეობს. ქართული ოცნების ახალი ოფისის გახსნას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

იტვირთბა....