ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა.

“კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი – დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ – წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

იტვირთბა....