აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მადლობელია, რომ ტრამპი კარგადაა.
„ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის შეხვედრაზე მომხდარი სროლის შესახებ. მადლობელი ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველა მათთვის, ვინც შეხვედრაზე იყო. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ის უსაფრთხოდაა. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავგმოთ ის“ – განაცხადა ბაიდენმა.