ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.
პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა