თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელსაც პენსილვანიის შტატში საარჩევნო მიტინგზე ესროლეს.
“დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ, დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური პირებისგან“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელსაც „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თეთრი სახლი ბაიდენისა და ტრამპის საუბრის შინაარს არ ავრცელებს. ბაიდენი ასევე ესაუბრა პენსილვანიის გუბერნატორს და ქალაქ ბატლერის მერს, სადაც ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა.