რუსები, 12 ივლისს, დონეცკის ოლქს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, რუსებმა კრამატორსკის ოლქის, ქალაქ ლიმანში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. განადგურდა კერძო სახლები და მინიმუმ ერთი კერძო მანქანა.
პოკროვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი.
სულ მცირე 2 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა ქალაქ კოსტიანტინივკაში ინტენსიური დაბომბვისა და ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი. სამაშველო სამუშაოების დროს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 2 ცხედარი ამოიყვანეს.