საზოგადოება

როგორ ეპყრობიან ტურისტებს საქართველოში?

საქართველოში ტურისტები ძალიან უყვართ და მათ ყოველთვის თბილად ეპყრობიან. უფრო მეტიც, ეს ქვეყანა განთქმულია თავისი სტუმართმოყვარე ბუნებითა და უძველესი ტრადიციებით. ქართველები ამაყობენ მათი სამშობლოს მდიდარი კულტურით და სიამოვნებით უზიარებენ ცოდნას ჩამოსულ ვიზიტორებს. ტურისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ადგილობრივების მეგობრული დამოკიდებულების წყალობით თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში.

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მათ შორის რესტორან RadioCafe-ში, ტურისტებს განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან. radiocafe.ge გემრიელი კერძები და მყუდრო ატმოსფერო დაგხვდებათ. აქ ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებსაც გაეცნობით და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობის გემოსაც გაიგებთ. დარწმუნებული იყავით, რომ RadioCafe-ში თბილ და მზრუნველ დამოკიდებულებას იგრძნობთ, რასაც ასე აფასებენ საქართველოში.

საბოლოო ჯამში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გარშემო მოგზაურობისას თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გარანტირებულია, რაც თქვენს ვიზიტს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის.

არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა?

ზოგადად საქართველო ტურისტებისთვის საკმაოდ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. დანაშაულის სტატისტიკაც ბევრად დაბალია სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან შედარებით. ადგილობრივი მაცხოვრებლები  სტუმართმოყვარეობითა და უცხოელების მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევიან, რაც მოგზაურობას მეტად სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის.

როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც რეკომენდებულია ზოგადი სიფრთხილის ზომების დაცვა, როგორებიცაა: პირადი ნივთებისთვის თვალ-ყურის დევნება, ღამით შორეულ ადგილებში სტუმრობისგან თავის შეკავება თანმხლების გარეშე,  საგზაო წესების დაცვა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში კი ტურისტებს შეუძლიათ რელევანტური უწყებებისა და სერვის ცენტრების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა ტურისტებისთვის და წარუშლელი შთაბეჭდილებებიც გარანტირებულია.

 

არსებობს თუ არა „ქართული სტუმართმოყვარეობა“?

„ქართული სტუმართმოყვარეობა“ ლიტონი სიტყვები არ არის. ეს მსოფლიოში ცნობილი რეალური ფენომენია, რომელსაც ღრმად აქვს  ფესვები გადგმული საქართველოს კულტურასა და ტრადიციებში. ეს ტერმინი ასახავს ქართველი ხალხის ხასიათს. კერძოდ კი ღია, გულითად და თბილ დამოკიდებულებას, რომელსაც სტუმრების მიმართ იჩენენ. უფრო მეტიც, ქართველებს სჯერათ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია და შესაბამისად, თითოეულს განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით ეპყრობიან.

ქართულ ოჯახებში სტუმრებს უხვი პურ-მარილით ხვდებიან. მდიდრულ სუფრებზე მადგილობრივი სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს, ღვინოებსა და სხვა გასტრონომიულ მარგალიტებს მოგართმევენ. მასპინძლები მაქსიმალურად ცდილობენ სტუმრებისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნას, რათა მათ თავი ისე იგრძნონ, როგორც სახლში.

ქართველების სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ოჯახურ ატმოსფეროში გამოვლინებით არ შემოიფარგლება, არამედ მთლიანად სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე ვრცელდება. თუმცა გარდა რესტორნებისა და ბარებისა, მეგობრული დამოკიდებულება და ნებისმიერ საკითხში დახმარებისთვის მზადყოფნა ადვილად შესამჩნევია გამვლელ მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროსაც.

ეს ფენომენი საქართველოში მოგზაურობას განსაკუთრებით სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს ხდის. ტურისტებიც შესაბამისად თბილი მოგონებებით ტოვებენ ქვეყანასა და მის მაცხოვრებლებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პატივისცემა, რასაკვირველია, ორმხრივი უნდა იყოს. როგორც სტუმრის პატივისცემაა მნიშვნელოვანი, ასევე – მასპინძლისაც. ეტიკეტის დაცვა და კეთილგანწყობის გამოვლენა ვიზიტებს ბევრად სასიამოვნოს გახდის ორივე მხარისთვის. ასევე სასურველია, მასპინძელ ოჯახთან სტუმრობისას ყურადღების გამოჩენა და მცირედი ძღვენის მირთმევა. ქართველები ამას თავად არასოდეს გეტყვიან და მეტიც, გაგაფრთხილებენ, რომ შეწუხება არ არის საჭირო, თუმცა საერთაშორისო ეტიკეტის ძირითადი კანონები აქაც მოქმედებს.

იტვირთბა....