ირაკლი კობახიძე მძიმე შეხვედრის მოლოდინშია – პრემიერს დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბარი პირისპირ მოუწევს. კობახიძემ უნდა ახსნას, რატომ გამოუთხარა “ოცნების” ხელისუფლებამ ქართულ დემოკრატიას ძირი, რატომ აცხადებენ მეგობრებს მტრებად და რატომ არღვევს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს საქართველოს ხელისუფლება.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთი “ოცნების” ანტიდასავლური ნაბიჯებით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლების წინააღმედგ სანქციები კიდევ იქნება.
“არჩევნების გაყალბება უკვე მიმდინარეობს და ძალიან ცოტა სივრცე რჩება საიმისოდ, რომ „ქართული ოცნების“ მთელი ეს ქმედებებმა დღესვე არ გამოიწვიოს უმძიმესი რეაქციები თუ საერთოდ დარჩა ამგვარი სივრცე. მე დარწმუნებული ვარ სანქციებშიც, სხვა ტიპის ზემოქმედებაშიც დასავლეთის მხრიდან”, – ამბობს “ახალის” თანათავმდჯომარე ნიკა გვარამია.
ამავე აზრს იზიარებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდრი ზურა ჯაფარიძეც.
“სანქციები უკვე არსებობს, მათ შორის, ჩანს, რომ სანქციები კიდევ იქნება არჩევნებდამე, თუმცა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოშ არჩატარების შემთხვევაში ნაბიები აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან იქნება გაცილებით მკაცრი. ის, რომ ივანიშვილი გონს მოეგება, რამეს შეცვლის, დასავლეთთან შეძლებს რაიმეს დალაგებას, ეგ ყველაფერი ზღაპარია”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.
უზრა ზეია კობახიძესთან შეხვედრამდე ამ წუთებში არასამთავრობოებს ხვდება. მანამდე კი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ევროატლანტიკური გზის დაცვისთვის ზეიასგან მადლობაც დაიმსახურა.